თამარ გაბუნია: პაციენტი ონლაინ კლინიკებთან ერთად მომსახურებას იმ ოჯახის ექიმისგანაც მიიღებს, რომელთანაც რეგისტრირებულია
“პაციენტი ონლაინ კლინიკებთან ერთად მომსახურების მიღებას იმ ოჯახის ექიმისგანაც შეძლებს, რომელთანაც რეგისტრირებულია, რაც გარკვეულწილად ბინაზე მართვის ხარისხში დაგვეხმარება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კოვიდიფიცირებულთა აქტიური შემთხვევების დიდმა რაოდენობამ განაპირობა.
„აქტიური მობილიზება გრძელდება პირველადი ჯანდაცვის ქსელის. ოჯახის ექიმები მეტად ჩაერთვებიან პაციენტების მართვაზე ბინაში. დღეს აქტიური შემთხვევების რაოდენობა აჭარბებს უკვე 57 000-ს და ასეთი ნაკადის მართვას, ბუნებრივია, სჭირდება მეტი რესურსი. ამდენად, როგორც სოფლად, ასევე ქალაქებში ოჯახის ექიმები მოემსახურებიან მათთან მიმაგრებულ მოსახლეობას. პაციენტი ონლაინ კლინიკასთან ერთად მომსახურებას მიიღებს მასთან რეგისტრირებული, ანუ იმ ოჯახის ექიმისგან, რომელთანაც ის რეგისტრირებულია, რაც გარკვეულწილად დაგვეხმარება ბინაზე მართვის ხარისხის გაუმჯობესებაში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.