ივანე ჩხაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში ბუსტერ დოზა ყველა ტიპის ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში სავალდებულო გახდეს
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, პრიორიტეტულია მოსახლეობის პირველი და მეორე დოზით აცრა.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, მომავალში ბუსტერ დოზა ყველა ტიპის ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში სავალდებულო გახდეს.
„არ მგონია, რომ ეს უახლოესი კვირებისა და დღეების საკითხი იყოს, ჯერჯერობით, ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის პირველი და მეორე დოზით ვაქცინაცია. ბუსტერ დოზა მეორე ვაქცინაციიდან 6-12 თვის შემდეგ უნდა გაკეთდეს. ჯერჯერობით, ასეთი მკაფიო გადაწყვეტილება არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და არც ვაქცინის მწარმოებლის, რომელიმე მარეგულირებლის მიერ მიღებული არ არის, თუმცა, გავიმეორებ, რომ არ გამოვრიცხავ, ეს საკითხი განვიხილოთ და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ მომავალში ბუსტერ დოზა ყველა ტიპის ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში სავალდებულო გახდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.