ივანე ჩხაიძე: დღეს ქვეყანა მართლაც ომშია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ ​კორონავირუსის დამარცხებაში მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხრიდან გამოჩენილი პასუხისმგებლობაც, რაც რეკომენდაციების დაცვასა და ვაქცინაციას გულისხმობს.

“დღეს ქვეყანა მართლაც ომშია – გარდაცვლილთა რაოდენობა, გადატვირთული სტაციონარები. როცა ქვეყანა დგას იმ ზღვარზე, რომ სავალე ჰოსპიტლების გახსნა დაგვჭირდა ნიშნავს იმას, რომ სტაციონარებში ერთეული ადგილებიღაა დარჩენილი. ამის შემცირება ჩვენი, მოსახლეობის მხრიდან პასუხით შეიძლება, დავიცვათ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები მივმართოთ ვაქცინაციის კაბინეტებს. სამედიცინო სისტემა აკეთებს ზღვარზე ყველაფერს, მაგრამ თუ მოსახლეობამ ხელი არ შეუწყო, ეს პროცესი სწრაფად არ დამთავრდება”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები