გია გაბრიჭიძე: სააკაშვილის მორიგი ნაძირლობა, უფრო სწორად, ძალიან მდაბიო გამოხმაურება უკრაინაში დაღუპული მებრძოლის დაკრძალვასთან დაკავშირებით
სააკაშვილის მორიგი ნაძირლობა, უფრო სწორად, ძალიან მდაბიო გამოხმაურება უკრაინაში დაღუპული მებრძოლის დაკრძალვასთან დაკავშირებით.
არ დავკონკრეტდები იმაზე, რომ პრემიერი ვალდებულია, დაიცვას ის წესები, რასაც მასპინძელი მთავრობა შესთავაზებს და ის, თუ ღარიბაშვილი არ ესწრებოდა დაკრძალვას, ეს სწორედაც რომ სააკაშვილის “დამსახურებაა”, რადგანაც მან სცადა, ეს ტრაგიკული რიტუალი ისევ და ისევ თავისი მერკანტელური მიზნებისთვის გამოეყენებინა, რაც ყველამ კარგად დაინახა, – ამის შესახებ ექსპერტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ცხადია ამ მორალურ სიყალბეს აჰყვებიან ის უსისხლო, უჯიშო და ურწმუნო ნაძირლები, რომლებმაც საქართველოს ე.წ. “პრეზიდენტის” გიორგი მარგველაშვილის ბელორუსში ვიზიტის დროს, უბრალოდ “გაატარეს” ის ფაქტი, რომ მან მირზა გელოვანის დაკრძალვის ადგილი არ მოინახულა.
პრინციპში რა არის გასაკვირი?
მიშა მსგავს “სიმბოლურ” რაღაცეებს ხატავს და მის იდიოტ “მემკვიდრეს” სიმბოლოები ჰკიდია.
ორი ნაძირალა!
და მრავალი სხვაც!!!”, – წერს გაბრიჭიძე.