ზურაბ აბაშიძემ წინასაარჩევნო შეხვედრა ტაბახმელის, კოჯრისა დაკიკეთის მოსახლეობასთან გამართა
მაჟორიტარობის კანდიდატმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ახალი სარეკრეაციო სივრცეების შექმნის, პარკების კეთილმოწყობისა დაინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე გაამახვილა. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების” გუნდის მიერ შემუშავებული განვითარების გეგმის მიხედვით, მთაწმინდის რაიონში შემავალი სოფლები ძალიან მალე ყველა თაობის ადამიანისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი დასასვენებელი ადგილი გახდება.
„ვაგრძელებ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს. მოვუსმინე კიკეთის, კოჯრისა და ტაბახმელის მცხოვრებლების რჩევებსა დასურვილებს. ვეცდები, მათი ნდობით აღჭურვილი მანდატის მოპოვებას, რათა მათთან ერთად ვიზრუნო მეტი სიცოცხლისთვის ამ უბანში,” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
შეხვედრაზე, რომელსაც მთაწმინდის რაიონის გამგებელი – დავით კირკიტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გიგა ახვლედიანიც ესწრებოდნენ, საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კოჯორში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელიპირობების გაუმჯობესება და მოსახლეობის დახმარება დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების დაკანონების პროცესში.
შეგახსენებთ, რომ ტაბახმელაში, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბოლო ოთხიწლის განმავლობაში მთაწმინდის რაიონის სოფლებში არაერთიმნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. კერძოდ, მოწესრიგდამიწისქვეშა კომუნიკაციები, მოასფალტდა გზები, მოეწყო საბავშვო პარკები, რეაბილიტირდა სკვერები და სპორტული მოედნები.