წალკის მუნიციპალიტეტში საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს

წალკაში, რეგიონული ჯანდაცვის სამედიცინო ცენტრში COVID 19 – ის საწინააღმდეგო აცრები ავტორიზებული ვაქცინებით: “სინოვაკითა” და “სინოფარმით” მიმდინარეობს. ამის შესახებ „კვირას“ წალკის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

„ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე: https://booking.moh.gov.ge ასევე შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებაში ადგილზე რეგისტრაციის გავლა და ვაქცინაციაში მონაწილეობა.
იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობა წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე  ფეოხარ პარასკევოვმაც მიიღო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები