თამარ გაბუნია: როგორც კი იქნება ჯანმო-ს შესაბამისი რეკომენდაცია მოზარდების ვაქცინაციის დაწყებაზე, ეს იქნება გათვალისწინებული

“როგორც კი იქნება ჯანმო-ს შესაბამისი რეკომენდაცია მოზარდების ვაქცინაციის დაწყებაზე, ეს რეკომენდაციაც იქნება გათვალისწინებული”, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, სამიზნე კონტიგენტი მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინაციაა.

„ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვაქცინის სხვადასხვა მწარმოებელთან, COVAX-თან მოლაპარაკებები არც შეჩერებულა. რა თქმა უნდა, იგეგმება ვაქცინის დამატებითი დოზების შეძენა. რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი მუშაობს ჩვენთან ერთად, რათა დამატებითი დოზების მობილიზაცია მოხდეს. ევროკავშირის ქვეყნები აქტიურად განიხილავენ დონაციის შესაძლებლობას. ეს ყველაფერი, ჯამურად, შექმნის იმის პირობას, რომ ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინები ქვეყანაში კიდევ შემოვიდეს, რათა ჩვენ გავაფართოოთ ჩვენი სამიზნე კონტინგენტის მოცვა და ვისაუბროთ მოზრდილი მოსახლეობის 80%-ის მოცვაზე. როგორც კი იქნება ჯანმო-ს შესაბამისი რეკომენდაცია მოზარდების ვაქცინაციის დაწყებაზე, ეს რეკომენდაციაც იქნება გათვალისწინებული“, – აცხადებს თამარ გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები