ავღანეთში მყოფი ქართველი ელენე ხოშტარიას პასუხობს: ნუ წერთ ასეთ სისულელეს, ოჯახებზე მოქმედებს
ცოტახნის წინ, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ოპოზიციიდან, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ქაბულში ჩარჩენილი იყო 22 ქართველი, რომელიც დახმარებას ითხოვდა.
ავღანეთში მყოფმა, საქართველოს მოქალაქემ, პავლე მაკარიძეს ხოშტარიას პოსტზე საპასუხო ინფორმაცია გაავრცელა.
“ვინც ახლა იმას წერთ, ვსიო დაენძრათო, აგერ ვართ ჯერჯერობით ცოცხლები, მშვიდად და ჯანმრთელად… ოჯახები გვყავს მანდ და გაითვალისწინეთ, ნუ წერთ ასეთ სისულელეს ოჯახებზე მოქმედებს, მთავრობა კავშირზე გვყავს და ყველაფერს აკეთებენ და უკვე მათი მხარდაჭერა ძალიან დიდია, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც გვყავს აქ და სულ გამოშტერდნენ, ასეთი მხარდაჭერა როგორ გაქვთო, ველოდებით აეროპორტზე გასვლას, “თალიბანი” არ გვერჩის და არც ადგილობრივები”, – დაწერა მაკარიძემ.
ცოტახნის შემდეგ, ხოშტარიამ პოსტი განაახლა.
Update: საგარეოს მივაწოდე ინფო, მზად ვარ, ვითანამშრომლო ყველასთან”.
შეგახსენებთ, 15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ, აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ქვეყანა დატოვა პრეზიდენტმა, აშრაფ ღანმა. ის ტაჯიკეთში იმყოფება.