სამხარაულის ექსპერტი: უშუალოდ კორპუსის კონსტრუქციას საფრთხე არ ემუქრება

სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის, ზაზა ყიფიანის განცხადებით, ლორთქიფანიძის ქუჩაზე ჩამოშლილი ფერდის მიმდებარედ არსებული კორპუსის კონსტრუქციას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება უშუალოდ ფერდს, ექსპერტის განმარტებით, მას დაუყოვნებლივ ესაჭიროება გამაგრება.

„რაც ვიზუალურად ვნახეთ, კორპუსს რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება არ აქვს და უშუალოდ კორპუსის კონსტრუქციას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება ფუძეს, მთის მხარეს ის საფრთხისშემცველია და საჭიროებს გამაგრებას. უნდა გამაგრდეს როგორც კორპუსი, ასევე, გეოლოგიურად, ფერდი“, – აღნიშნა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები