ავჭალაში სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემა ეწყობა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ გლდანის რაიონში, ავჭალის დასახლებაში სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემის მოწყობა დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, წერეთლისა და ტაძრის ქუჩების მიმდებარედ, 400 მმ დიამეტრის მილები, ჯამში, 320 მეტრის სიგრძეზე მოეწყობა.

აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, მიწისქვეშა წყლების დაგუბება ხდებოდა, რაც უხვი ნალექის დროს, დასახლებული  ტერიტორიის დატბორვას იწვევდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.

პროექტის საერთო ღირებულება 130 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები