ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიმდებარე გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიმდებარე გზების რეაბილიტაცია გრძელდება. საგზაო სამუშაოები დასრულდა გურამიშვილის გამზირი N9-ში. პროექტის ფარგლებში, 1 340 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე კორპუსის წყალარინების ქსელი შეიცვალა.
დასრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.
„ვაგრძელებთ კორპუსების ეზოების მოწესრიგებას. სანზონის დასახლებაში კიდევ ერთ მისამართზე დავასრულეთ გზის რეაბილიტაცია. აქ პრობლემა იყო მოძველებული ქსელი და ასევე, გზის საფარი. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილია ეზო, რომლითაც 130 ოჯახი სარგებლობს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნულ მისამართზე არსებული ქსელისა და გზის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 118 000 ლარი დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები