თბილისში, თევდორე მღვდლის N10-ში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

დიდუბის  გამგეობა აქტიურად განაგრძობს რაიონში სხვადასხვა სახის დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

ერთ-ერთი ასეთი პროექტი თევდორე მღვდლის ქუჩის N10-ში განხორციელდა, სადაც მოწესრიგდა, როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურა.

პროექტის მიხედვით, წყალარინებისა და წყლის შიდა და გარე ქსელი 430 გრძივ მეტრზე შეიცვალა, ასევე, დამონტაჟდა 22 საკომუნიკაციო ჭა, ამის შემდგომ კი, 2 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყო.

სამუშაოების შედეგად, 53 ოჯახს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა და  კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს.

განხორციელებული სამუშაოებისთვის  ბიუჯეტიდან,  ჯამში, 169 773 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები