კახა კალაძე: ჩემთვის ყველაზე დიდი კვლევა ჩემ მიმართ თბილისელების დამოკიდებულებაა

თბილისის მერობის კანდიდატი და მოქმედი მერი კახა კალაძე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარი კვლევა დედაქალაქის მაცხოვრებლების დამოკიდებულებაა, რომელსაც ის ყოველდღიურად გრძნობს. კალაძის თქმით, ის არ ეთანხმება ოპოზიციის ბრალდებას, რომლის თანახმადაც, მერობის კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება არათანაბარ პირობებში უწვთ.

„ჩემთვის ყველაზე დიდი კვლევა ჩემ მიმართ თბილისელების დამოკიდებულებაა, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვგრძნობ. ამას ძალიან ვაფასებ და ვუფრთხილდები. გაუგებარია ეს ბრალდება. მე ქალაქის მერი ვარ, ვასრულებ ჩემს უფლებამოსილებას, რომელიც 2017 წელს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მომანიჭა. შესაბამისად, ყველა პროექტს, რომელიც დაანონსებული მქონდა, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ. ისე გავაკეთებთ, რომ ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანი კმაყოფილი იყოს და იამაყოს განხორციელებული პროექტებით,“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის თანახმად, კახა კალაძის საქმიანობას 39% დადებითად, 25% კი, უარყოფითად აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები