სკოლები, მასწავლებლები და მოსწავლეები – საინტერესო სტატისტიკა საუკუნის წინანდელი თბილისიდან
დაახლოებით, 100 წლის წინ, კონკრეტულად კი, 1914-1915 წლებში თბილისში ზოგადი საშუალო განათლების ყველა ტიპის 65 სკოლა (ძირითადად, დაწყებითი) იყო, სადაც 16 ათასამდე ბავშვი სწავლობდა. გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოს” მიერ 1989 წელს გამოცემული წიგნის – “თბილისი”- თანახმად, საშუალო განათლების კერები (გიმნაზიები და სემინარია) სულ 20-მდე იყო, თუმცა წერა-კითხვის ცოდნის დონით თბილისი რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთ მოწინავე ქალაქად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი უწიგნური იყო. მხოლოდ რევოლუციის შემდეგ შეექმნა მოსახლეობის ფართო ფენებს შესაძლებლობა, მიეღოთ სრულფასოვანი განათლება. უკვე 1922/23 სასწავლო წელს ქალაქში 89 სკოლა იყო და იქ 27 ათასი მოსწავლე ეუფლებოდა ცოდნას, 1940-41 სასწავლო წელს – 137 სკოლა (93 ათასი მოსწავლით). შემდგომშიც სკოლებისა და მოსწავლეთა რაოდენობა მატულობდა. თუ როგორ ემატებოდა დედაქალაქს სკოლებიცა და მოსწავლეებიც, შეგიძლიათ, ცხრილში ნახოთ ⬇️
1940/41 | 1960/61 | 1965/66 | 1970/71 | 1975/76 | 1980/81 | 1984/85 | |
დღის სკოლების რაოდენობა | 121 | 134 | 141 | 162 | 177 | 185 | 195 |
მათში მოსწავლეთა რაოდენობა(ათასი) | 88.0 | 94.5 | 116.2 | 115.9 | 156.2 | 165.2 | 173.2 |
საღამოს (ცვლიანი) სკოლების რაოდენობა | 16 | 39 | 41 | 47 | 50 | 32 | 27 |
მათში მოსწავლეთა რაოდენობა (ათასი) | 4.9 | 9.2 | 13.9 | 13.2 | 15.7 | 7.4 | 5.5 |
მასწავლებელთა რაოდენობა (ათასი) | 3.6 | 6.2 | 8.1 | 9.7 | 10.8 | 11.6 | 12.5 |