დრაკულა და სასახლე ბრანი – მითი თუ რეალობა

სასახლე ბრანი ყოფილი ტრანსილვანიის ტერიტორიაზე, რუმინეთში, პატარა ქალაქ ბრაშოვთან ახლოს მდებარეობს. უნიკალური არქიტექტურული ძეგლი, ლეგენდის თანახმად, თავად გრაფი დრაკულას რეზიდენცია იყო. სასახლე აშენებულია გოთიკურ სტილში 1212 წელს. ადგილობრივებმა ის საკუთარი სახსრებით ააშენეს, რათა გადასახადები თავიდან აერიდებინათ. შენობაში არის ბევრი დერეფანი, ერთმანეთში გამავალი დიდი დარბაზები და პატარა ოთახები, რომლებიც, ფაქტობირვად, ამოუხსნელ ლაბირინთს ქმნიან. სასახლეში, ასევე, შეგვიძლია ვნახოთ ძველი ჭა, რომელიც, ლეგენდის თანახმად, შენობის სარდაფში ერთადერთი საიდუმლო შესასვლელი იყო. დრაკულას რეზიდენციის საიდუმლო რუმინეთის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა და ასევე, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი ადგილია.

ტურისტულ კატალოგებში აღნიშნულია, რომ სასახლე არის გრაფი დრაკულას რეზიდენცია, რომელიც ნამდვილად ისტორიული ფიგურაა, თუმცა, რეალურად, სასახლე არასდროს არ ყოფილა გრაფის კუთვნილებაში, რომელიც თავისი სისასტიკით და დაუნდობლობით გამოირჩეოდა. სწორედ ამიტომ ადარებდნენ მას ეშმაკს.

ზოგიერთი ისტორიული წყარო იუწყება, რომ გრაფ დრაკულას სასახლის მიმდებარე ტერიტორიებზე უყვარდა ნადირობა და მის სარდაფებში მტრების წამება, ხოლო სხვა წყაროები ირწმუნებიან, რომ გრაფი მხოლოდ ერთხელ დარჩა სასახლეში.

43273632_583124782137418_1089305557120057344_n

როდის გახდა ბრაშოვის ღირსშესანიშნაობა გრაფი დრაკულას კუთვნილება?

არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლის გრაფთან ასოცირება დაიწყო მას შემდეგ, რაც აბრაამ ბრემ სტოკერმა, ირლანდიელმა მწერალმა, გამოუშვა რომანი სახელწოდებით “დრაკულა”. კიდევ რამდენიმე ხანი ისტორიკოსები თავდაუზოგავად ეძებდნენ დრაკულას პროტოტიპს ტრანსილვანიის ისტორიაში.

ოცდაათი წლის წინ, როცა რუმინეთს ტურისტები ეწვივნენ და ეს სასახლე მოინახულეს, ერთი შეხედვაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათ წამოსახვაში ის შემზარავი სასახლე გაცოცხლებულიყო, რომელიც რომანში იყო აღწერილი. სწორედ ეს იყო ვამპირების სამკვიდრებელი.

შესაძლოა, რომ ამ ადგილას რაიმე საიდუმლოება ნამდვილად იყოს, თუმცა ამ ფაქტს ჯერ ვერავინ ადასტურებს. იმ აზრის, რომ ბრანის სასახლე გრაფი დრაკულას რეზიდენცია და სასტიკი ვამპირების ბუნაგი იყო, ტურისტული კომპანიები იყენებენ ადგილის რეიტინგის ასამაღლებლად და ასევე, ზრდიან ტურისტების რაოდენობას.

გოთიკურ სტილში აგებული სასახლე ბევრი წლის მანძილზე მიტოვებული იყო, სანამ ის ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა, ფრენცის ფორდ კოპპოლამ არ შეისყიდა. რეჟისორმა გააცოცხლა ტრანსილვანიის ისტორია სისხლისმსმელ ვამპირზე და გადაიღო ფილმი სახელწოდებით “დრაკულა”, რომელიც მალევე იქცა საკულტო კინოსურათად.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები