მთაწმინდის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობ

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მთაწმინდის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს.
ი. ნიკოლაძის ქუჩა N5ა-ში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, კალათბურთის მოედანი მოეწყობა. ამ ეტაპზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, პოლიპროპილენის საფარი დაიგება, მოეწყობა განათების ქსელი და სპორტული მოედნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 73 400 ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები