დიდუბეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

დიდუბეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
სხვადასხვა პროექტთან ერთად, საერთო სარგებლობის კიბეები, სადარბაზოს კარი და ჭიშკრები რეაბილიტირდება.
გამგეობამ ხუთ ამხანაგობაში უკვე დაასრულა კიბეების რეაბილიტაცია, ხოლო 15 მისამართზე გაკეთდა სადარბაზოს კარი და ჭიშკარი. ამასთან, უსაფრთხოების მიზნით, კარებზე კოდირებული საკეტი დამონტაჟდა.
აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. 20 პროექტის განსახორციელებლად ჯამში, 116 017 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები