ჩუღურეთის რაიონში, ჩანჩიბაძის N5-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო
ჩუღურეთის რაიონში, ჩანჩიბაძის N5-ის მიმდებარედ, 426 კვადრატულ მეტრ ფართობზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
დასრულებული პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა – ზურაბ ჩიკვილაძემ პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ტერიტორიაზე საკალათბურთო მოედანი მოეწყო, ასევე, დამონტაჟდა განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ფილებით, განთავსდა საპარკე ავეჯი და ტრენაჟორი. რეკრეაციულ სივრცეში დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა.
სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 107 000 ლარია.