დავით ჩიხელიძე: ნიკა გვარამიამ სუს-ის ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ მისი წყაროები არიან ახლადგამომცხვარი ოპოზიციონერები გიორგი გახარია და მისი გარემოცვის წევრები: საბანაძე, ხოჯევანიშვილი და ქემოკლიძე
ექსპერტ დავით ჩიხელიძის იფორმაციით, ნიკა გვარამია, რომელიც დადის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თითქოსდა, მის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, რეალურად იქ შედის სულ სხვა განზრახვით – ამის შესახებ ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს.
„ნიკა გვარამია, რომელსაც უყვარს განსაკუთრებით ხელგაშლილი ცხოვრება და არ ზოგავს ფულს ტანსაცმელსა და სხვა პირადი საჭიროების ნივთებზე, გარკვეული დივიდენდების მიღების სანაცვლოდ (დიდი ოდენობით ფულზეა საუბარი), ასახელებს იმ პირებს, რომლებმაც მიაწოდეს მას „თითქოსდა სუსიდან გამოჟონილი ინფორმაციები“, – წერს ექსპერტი.
მისივე ინფორმაციით, გვარამიამ სუს-ის ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ მისი წყაროები არიან ახლად გამომცხვარი ოპოზიციონერები გიორგი გახარია და მისი გარემოცვის წევრები: საბანაძე, ხოჯევანიშვილი და ქემოკლიძე.
„SOS ყურადღება !!!!!! მინდა, გაცნობოთ, რომ ბოლო დღეებია, ნიკა გვარამია, რომელიც დადის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თითქოსდა მის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად, რეალურად იქ შედის სულ სხვა განზრახვით.
კონკრეტული დეტალები ამჟამად ჩემთვის უცნობია, თუმცა როგორც გავიგე, ნიკა გვარამია, რომელსაც უყვარს განსაკუთრებით ხელგაშლილი ცხოვრება და არ ზოგავს ფულს ტანსაცმელსა და სხვა პირადი საჭიროების ნივთებზე, გარკვეული დივიდენდების მიღების სანაცვლოდ (დიდი ოდენობით ფულზეა საუბარი), ასახელებს იმ პირებს, რომლებმაც მიაწოდეს მას „თითქოსდა სუსიდან გამოჟონილი ინფორმაციები“
უფრო დეტალურად, რომ ვთქვათ პირველ შეხვედრაზე მან შეათანხმა ინფორმაციის გაცემის საფასური, ხოლო მეორე შეხვედრაზე მივიდა, შეთანხმების დასადასტურებლად, სადაც ჩემი ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ, სუს ხელმძღვანელებს განუცხადა, რომ მისი წყაროები არიან ახლად გამომცხვარი ოპოზიციონერები გიორგი გახარია და მისი გარემოცვის წევრები: საბანაძე, ხოჯევანიშვილი და ქემოკლიძე (არც ისე შორს დგას რეალობიდან, რადგან მათ წარსულში, საკუთარი თანამდებობებიდან გამომდინარე, ისედაც მიუწვდებოდათ ხელი, გარკვეულ სამსახურებრივ ინფომრაციაზე და თავისუფლად შეეძლოთ განეხორციელებინათ საჭირო მანიპულაცია).
გვარამიამ სუს-ის ბოსებს ასევე განუცხადა, რომ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, მასთან კავშირზე იყო და არის ბოლო პერიოდში ტელევიზიების „ჩიტად“ ქცეული, სუს უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე (სოსო გოგაშვილი, რომელიც თურმე გვარამიასთან კომუნიკაციაში შედიოდა მისი ყურმოჭრილი მონის, „სამოქალაქო განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებლის გიორგი ყუფარაძეს მეშვეობით (თუ თვალს გადავავლებთ, გ.ყუფარაძეს ფეისბუქ გვერდს მარტივად დავინახავთ, რომ ეს ინფორმაცია უდაო ჭეშმარიტება, ყუფარაძე გახდა როგორც გვარამიას ასევე მელაძეს რესპოდენტი და დაკავებულია სახელმწიფო სტრუქტურებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის სისტემატიური გავრცელებით)“, – წერს დავით ჩიხელიძე Facebook-ის გვერდზე.