“გვარამიას მივმართავ, ან დაამტკიცე ეს სიბინძურე, ან არადა მაგ ნაგავთან ერთად გაგიტანთ “ – ვლადიმერ ბოჟაძე
“მთავარი არხის” კიდევ ერთი უბინძურესი ტყუილი – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძე ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა კალაძემ გუშინ გვიან ღამით დედაქალაქის უბნების დასასუფთავებლად კონტროლიორები და ავტობუსის მძღოლები დაიბარა.
“მთავარი არხი” კიდევ ერთი უბინძურესი ტყუილი. გვარამიას მივმართავ პირადად, ან სასწრაფოდ დაამტკიცე ეს სიბინძურე, ან არადა აი მაგ ნაგავთან ერთად გაგიტანთ 2 ოქტომბერს თბილისშიც და მთელ საქართველოშიც”,- წერს ანალიტიკოსი.