ქართველმა მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადის 125 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტილით ჭიდაობის ტურნირის ფინალში ამერიკელ მეტოქესთან ის ბოლო წამს დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ პეტრიაშვილის მედალი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებისთვის უკვე მე-8 მედალია, რაც საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადაზე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს. ჯამში, ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის აღება მაოხერხეს.
გენო პეტრიაშვილმა ფინალამდე ირანელი მეტოქე დაამარცხა. ნახევარფინალამდე მან ასევე აჯობა ჩინელ და ეგვიპტელ მეტოქეს.