მაია ჩხაიძე: როგორც კი ეწერებიან პაციენტები, ერთ-ორ საათში თავისუფალი ადგილები აღარ არის
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, მათ კლინიკაში ახლა მხოლოდ 2 თავისუფალი ადგილია.
მისი თქმით, როგორც კი თავისუფლდება საწოლები, რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილები ისევ ივსება.
“ამჟამად 2 თავისუფალი ადგილია. ჩვენი კლინიკა 175 საწოლზეა გაშლილი კოვიდმიმღებ კლინიკად და, საშუალოდ, 10-15 პაციენტი ყოველდღიურად შემოდის, როგორც კი ეწერებიან პაციენტები, საშუალოდ ერთ-ორ საათში თავისუფალი ადგილები აღარ არის, ივსება. ამჟამად კრიტიკულად მძიმე პაციენტები არ გვყავს, თუმცა, რეანიმაციის განყოფილებაში წვანან პაციენტები, მათი უმეტესობა ჩვილია. მათ ესაჭიროებათ თერაპია და სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით მკურნალობა, თუმცა, კრიტიკულად მძიმე და მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტები ამჟამად არ გვყავს”, – აცხადებს ჩხაიძე “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.