ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები, ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, აქციას მართავენ. როგორც თავად აცხადებენ, ისინი არ ცნობენ სამუშაო ხელშეკრულებას და ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მხოლოდ ჟურნალისტების თანდასწრებით აპირებენ.

„თბილისერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ცუდ სამუშაო პირობებზე, ნაგავმზიდი მანქანებისა და ნაგვის შემკრები კონტეინერების გაუმართაობზე საუბრობენ.

„თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, რომ კომპანიამ თანამშრომლებს ხელფასები წინა თვეებში მოუმატა და მომავალი წლიდან დასაქმებულების ანაზღაურება ისევ გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები