ოთარ გრიგოლია ოპონენტებს: აბსურდული ბრალდებების შეთხზვას, ჯობს საეთერო დრო უფრო პროდუქტიულად გამოიყენოთ

„ჩვენი ოპონენტების განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოსდა თბილისის მერია კორუფციულ გარიგებაში შევიდა კომპანია „ვისოლთან“ არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული და აბსურდული“- ასე გამოეხმაურა საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი ოთარ გრიგოლია ვახტანგ შაქარიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას. როგორც გრიგოლიამ განმარტა, ბრალდება აბსურდულია იქიდან გამომდინარე, რომ გარე რეკლამის განთავსების ლოტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არის შეფასებული და აუქციონზე საბაზრო ფასით არის გამოტანილი.
„აუქციონი იყო ღია და ნებისმიერ კომპანიას შეეძლო მასში მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, საუბარი კომერციულ გარიგებაზე არასერიოზულია. ჩვენს ოპონენტებს სჭირდებათ საეთერო დრო და მსგავსი აბსურდული ბრალდებებით ცდილობენ მის გამოყენებას“- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, დღეს საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა ვახტანგ შაქარიშვილმა ბრიფინგი გამართა და დედაქალაქის მერია გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით გამართულ აუქციონში გამარჯვებულ კომპანია „ვისოლთან“ კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები