ეკატერინე ტიკარაძე: ჯერჯერობით კოვიდ სასტუმროებში ინფიცირებულთა მისაღებად საკმარისი რაოდენობის ადგილია
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერჯერობით კოვიდ სასტუმროებში ინფიცირებულთა მისაღებად საკმარისი რაოდენობის ადგილია.
მისივე თქმით, უწყება ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროსთან და ტურიზმის დეპარტამენტთან.
„რაც შეეხება სასტუმროებს, აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან, კერძოდ, ტურიზმის დეპარტამენტთან და მათი მხრიდან ხდება მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში სასტუმრო ოთახების მობილიზება. ამ ეტაპისთვის ჩვენ ჯერ გაგვაჩნია საკმარისი ოთახები სასტუმროებში, თუმცა, მათი მხრიდან დამატებითი სამუშაოები დავალების სახით კიდევ სრულდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.