ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში სკვერს რეაბილიტაცია უტარდება

ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მე-2 რიგში, N7-8- 9 კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, 1 600 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება.
სკვერში საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, საბაღე სკამები და ურნები განთავსდება. დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.
პროექტის ღირებულება დაახლოებით, 100 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ალგე ჯგუფი“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები