დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს 16 ლიფტი აღადგინა

დიდუბის რაიონის გამგეობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან ერთად, დაზიანებული ლიფტების ჩანაცვლებასა რაიონის მასშტაბით განაგრძობს.
მიმდინარე წელს გამგეობამ ჯამში 16 ლიფტი აღადგინა. მათ შორის, ე.წ „კარაჩაროვის“ 3 ლიფტი სრულად შეიცვალა, 13 ლიფტს კი აღდგენა-შეკეთების სამუშაოები ჩაუტარდა. დამონტაჟდა კაბინა და ამწე მექანიზმები, შეიცვალა ელექტროსისტემა და ბაგირები.
დაზიანებული ლიფტების შეკეთება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტებისთვის, ჯამში, 485 725 ლარი გამოიყო.
დიდუბის რაიონის გამგეობა ლიფტების ჩანაცვლების პროცესს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები