თბილისში, პოლიტკოვსკაიას N55-ის მიმდებარედ ორი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, პოლიტკოვსკაიას N55-ის მიმდებარედ ორი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 1000 კვ.მ ფართობზე თანამედროვე სტანდარტების ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები მოეწყობა, გარშემო დამონტაჟდება გულშემატკივართა ტრიბუნები, კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები, დაიგება რბილი საფარი, მოეწყობა განათება. სტადიონების მიმდებარედ კი ძაღლების გასასეირნებელი სივრცე მოეწყობა.
სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ადგილზე გაეცნო.