მთაწმინდის რაიონის ორ მისამართზე სადარბაზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამჯერად სადარბაზოს რეაბილიტაცია ორ მისამართზე მიმდინარეობს, ერთ მისამართზე კი დასრულებულია. სარემონტო სამუშაოები პეტრე მელიქიშვილის ქ.№6-ში და ვ. ბერიძის ქ. №6-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
რეაბილიტაციის ფარგლებში, არსებულ დაზიანებულ კედლებს შესაბამისი სამღებრო სამუშაოები ჩაუტარდება. ასევე, ჭერი თაბაშირ-მუყაოს ფილით მოეწყობა.
სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 71 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები