SNGP-ის ჯგუფის ბრიტანელი ექსპერტი „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დაჯილდოვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების J-5-ის დეპარტამენტის უფროსმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოში მოვლენილ ბრიტანელ ექსპერტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა კაპიტანი ლორენს ჰოლი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით ,,გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატეტები უსურვა. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ კი, კაპიტანს სასაჩუქრე დაფა და სამადლობელო წერილი გადასცა.
SNGP-ის ჯგუფის ექსპერტი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში 6 თვის განმავლობაში მუშაობდა და წვრთნების დაგეგმვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ღონისძიებას SNGP-ის ჯგუფის და JTEC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.