დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი დააზიანეს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ძეგლს სათვალზე მოხსნეს.
ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ამჯერად პრობლემა უნდა გაგიზიაროთ, რომელიც პირდაპირ კავშირშია დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებთან და საკმაოდ აზარალებს ქალაქს, მის ინფრასტრუქტურას. რაც მთავარია, აზარალებს თბილისის იმიჯს. საუბარია ვანდალიზმის ყოველდღიურ ფაქტებზე, როცა, უმეტეს შემთხვევაში, დღისით-მზისით ანადგურებენ დიდი მზრუნველობითა და სიყვარულით გაკეთებულს, რომ აღარაფერი ვთქვათ მატერიალურ ზარალზე.
ფაქტებს არ ჩამოვთვლი, მხოლოდ ბოლო შემთხვევაზე მოგაწვდით ინფორმაციას. როგორც იცით, 10 ივლისს, ვარკეთილში მდებარე სკვერში ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა. სამწუხაროდ, ძეგლი დაზიანებულია, კერძოდ მოხსნილია სათვალე“, – აცხადებს კახა კალაძე.