„ჭურვის შოკი“, იგივე „სამხედრო ნევროზი“ – საშინელი დიაგნოზი პირველი მსოფლიო ომის ვეტერანებს

ჭურვის შოკი (shell shock) – ეს ტერმინი ინგლისელმა ფსიქოლოგმა, ჩარლზ სამუელ მაიერსმა შემოიღო პირველი მსოფლიო ომის დროს, რათა აღეწერა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (ეს ტერმინი იმ პერიოდში არ არსებობდა). ამ ტერმინში შეგვიძლია მოვიაზროთ სხვადასხვა სახის დარღვევა ჯარისკაცის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, რომელიც გამუდმებულ საომარ ექსტრემალურ პირობებში ყოფნითაა განპირობებული. მსგავსი ტიპის დარღვევის რეაბილიტაცია მთლიანი მე-20 საუკუნის პრობლემად იქცა, რომელიც დღემდე გრძელდება. მიზეზების და მკურნალობის მეთოდების ძიებაში, ჯარისკაცთა რაოდენობა, რომელსაც კოორდინაციის დარღვევები, ძილის პრობლემები, წუილი ყურებში, ამნეზია, უმიზეზო ტრემორი, კონვულსიები და აშკარა ფსიქიკური დარღვევის სხვა სიმპტომები აღენიშნებოდა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მეთაურთა პრობლემად იქცა. ერთ-ერთი ავსტრალიელი ჯარისკაცი ასე აღწერს საკუთარ მდგომარეობას სახლში გამოგზავნილ წერილში:

„შესაძლოა ცოტა გაოგნებული იქნებით თუ გაიგებთ, რომ ჰოსპიტალში ვარ და ჭურვის შოკი მაქვს, რომლის გამოც დავმუნჯდი და წამერთვა სმენა. 16 დღე გავიდა უკვე, რაც ეს მოხდა… ჩვენ ნამარხებში ვიყავით და გადარჩენას ვცდილობდით, თუმცა ორმა ჩვენგანმა გერმანელი ჯარისკაცი შეამჩნია, რომელიც ტყვიამფრქვევს ისროდა სამალავიდან. ჩვენ გაგვიჩნდა მისი შებყრობის იდეა. მახსოვს, როგორ მივრბოდი მისკენ, როდესაც ჩემ გვერდზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ისეთი განცდა მქონდა, რომ ეს აფეთქება ჩემს თავში მოხდა. ყველაფერი სიბნელემ მოიცვა. ვცდილობდი დამეყვირა, მაგრამ არ შემეძლო და ასევე, არ შემეძლო ჩემი თანამებრძოლების გაგებაც. მხოლოდ ეს საშინელი ხმაური ჩემს თავში გამუდმებით… არაფერი მახსოვს იმ მომენტამდე, სანამ გემზე არ მოვხვდი.“ (საუბარია გემზე, რომელმაც ის ინგლისის ჰოსპიტალში გადაიყვანა)

1916 წელს სამხედრო ექიმები ეძებდნენ ეფექტურ საშუალებებს მსგავსი ჯარიკსაცების მკურნალობისთვის, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდათ თვალსაჩინო ტრავმები, მაგრამ შეუჩერებლად იტანჯებდონენ, არ შეეძლოთ ებრძოლათ და არც უსაფრთხო ფრონტზე დაეხმარებოდნენ ვინმეს.

ბრიტანელი ისტორიკოსი ფიონა რეიდი წერს, რომ 80 000-ზე მეტი ფისიკური დარღვევის შემთხვევა იყო დაფიქსირებული ბრიტანეთის დასავლეთ ფრონტზე, 200 000-დან 300 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიის არმიაში. საფრანგეთის არმიაშიც, თითქმის, ანალოგიური მაჩვენებელი იყო, შესაძლოა მეტიც. რუსეთის არმიაში არსებული სიტუაციის გასაგებად შეგვიძლია რუსი ისტორიკოსის, ალექსანდრ ასტაშოვის ციტირება:

„1915 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, ფსიქიკური დარღვევების მქონე ჯარიკაცების რაოდენობა იზრდებოდა. ომის პირველი ნახევრისთვის მათი რაოდენობა 50 000 კაცს შეადგენდა, ესე იგი მოწვეულთა საერთო რაოდენობის 0,5%-ს. განსაკუთრებით მძიმე დარღვევებმა იმატა 1916 წლის ზაფხულში, მძიმე ბრძოლების დროს. ჯარისკაცები იტყობინებოდნენ, რომ „ამ ყველაფრის ყურებითაც კი შეიძლებოდა შეშლა“. წერილებში აღინიშნებოდა, რომ „ბრძოლა მხოლოდ არანორმალურ ადამიანს შეუძლია“. ასევე მოდიოდა შეტყობინებები „მასობრივ ფსიქიკურ დარღვევებზე“ საბრძოლო მოქმედებების არეალში.”

ამ შემთხვევებს ჩიხში შეჰყავდათ სამხედრო ექიმები, რადგან დაავადებულთა რაოდენობა მეტისმეტად დიდი იყო იმ საომარ კონფლიქტებთან შედარებით, რაც მანამდე არსებობდა. ამ ფენომენმა ფსიქიატრების და ნევროლოგების ყურადღება მიიქცია, თუმცა გასაგები აღწერის და მკურნალობის შემოთავაზება არცერთს არ შეეძლო. პირველად ტერმინი 1915 წელს საკუთარ სტატიაში  – „The Lancet“ – ინგლისელმა ფსქოლოგმა, ჩარლზ მაიერსმა გამოიყენა. ის საფრანგეთში ბრიტანეთის ექსპედიციური კოპუსის დაზარალებულ ჯარისკაცებთან მუშაობდა. სამხედრო ექიმები ცდილობდნენ გარკვეული ტერმინები შემოეღოთ, რომელიც მაიერსის „ჭურვის შოკს“ ჩაანაცვლებდა. გერმანელმა და რუსმა ფსიქიატრებმა ამ ფენომენს „სამხედრო ნევროზი“ უწოდეს.

საფრანგეთში, რომელსაც სჭირდებოდა თითოეული ჯარისკაცი, რომელიც შეძლებდა საომარ ფრონტზე დაბრუნებას, 1917 წლის ზაფხულში ყველა არმიას საკუთარი ჰოსპიტალი ჰქონდა, 200 კაცის ტევადობით, ეს ჰოსპიტალები ნევროლოგიურ დაავადებებზე ორიენტირდებოდნენ და ფრონტიდან 25 კილომეტრში მდებარეობდნენ. მძიმე პაციენტებს პირდაპირ ფსიქიარტიულ და ნევროლოგიურ საავადმყოფოებში ათავსებდნენ. ყველა ნევროლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტს პირდაპირ ამ მახლობელ ჰოსპიტალებში აგზავნიდნენ, რათა ნევროლოგებს იქამდე დაეწყოთ მკურნალობა, სანამ სიტუაცია გამოუსწორებელი არ გახდებოდა.

ომის შემდეგ, როგორც ფიონა რეიდი აღწერს, ვეტერანებმა, რომლებიც იტანჯებოდნენ „ჭუვის შოკით“, მიიღეს ინვალიდობის პენსიები. სეთ ჯარისკაცებს ხშირად ეძახდნენ „les morts-vivants“ (ცოცხალი მკვდრები). ისინი არ იღებდნენ თანადგომას პოლიტიკოსებისგან და მათ ვერ ამჩნევდა საზოგადოება.

წყარო: ფსიქიატრიული პალატა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები