ირაკლი კობახიძე: ოპოზიციურ პარტიებთან ვერანაირი მოლაპარაკების საჭიროებას ვერ ვხედავ

“ოპოზიციურ პარტიებთან ვერანაირი მოლაპარაკების საჭიროებას ვერ ვხედავ”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რამ გამოიწვია 19 აპრილის შეთანხმების ანულირება.

„პრინციპში, ერთხელ უკვე იყვნენ ბოიკოტში, გასულები იყვნენ უფრო სწორად და ახლა როგორც ჩანს ორმაგი ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული. ეს არ ვიცი, რას ნიშნავს, მაგრამ ნუ, როგორც არის.

ოპოზიციურ პარტიებთან ვერანაირი მოლაპარაკების საჭიროებას ვერ ვხედავ. ჰქონდათ მათ შანსი, შემოერთებოდნენ სრულად შეთანხმებას, რომელსაც 19 აპრილს მოვაწერეთ ხელი, თუმცა ეს არ გაკეთდა. განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური პარტიის მხრიდან, რითაც მათ პრაქტიკულად მოახდინეს ამ შეთანხმების ანულირება. ეს იყო მათი ნაბიჯი და ბუნებრივია, მათმა ნაბიჯმა გამოიწვია ეს ყველაფერი. ასეთ ვითარებაში არანაირი საჭიროება მოლაპარაკებების აღარ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები