ტოკიოს ოლიმპიადაზე კოვიდ-19 კიდევ 21 ადამიანს დაუდასტურდა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე კორონავირუსი კიდევ 21 ადამიანს გამოუვლინდა. მათგან 16 იაპონელია, 5 კი უცხოელი. ინფორმაციას იაპონური მედია ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინფიცირებულთაგან სპორტსმენი არცერთია.

სულ ოლიმპიადის ფარგლებში 241 ადამიანი დაინფიცირდა. მედიის ცნობით, ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, იაპონიაში ამ დრომდე 40 500-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა.

მოქმედი წესებით, ოლიმპიადაზე მონაწილეები მაქსიმუმ 5 დღით ადრე უნდა ჩავიდნენ და საკუთარი გამოსვლიდან 48 საათში უნდა დატოვონ იაპონია. ამასთან, შეჯიბრებების დიდი ნაწილი მაყურებლის გარეშე ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები