გლდანის რაიონის 14 მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. გამგეობის ინფორმაციით, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია 14 მისამართზე უკვე დასრულდა.

მათ შორის, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა მუხიანის მეორე მიკრორაიონის N17 და N12 კორპუსებთან, ასევე, კაჭარავას N31 მიმდებარედ, სადაც არსებულ მოედნებზე დაზიანებული ინვენტარი სრულად შეიცვალა.

აღნიშნული სტადიონების რეაბილიტაციისთვის 89 240 ლარი დაიხარჯა.

წლის განმავლობაში, გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ჯამში 317 776 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები