ვარკეთილი 3-ში კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ვარკეთილი 3-ში, პირველი მიკრორაიონის № 21-22-23 კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ლოკაციებზე, 1000 კვ.მ-ის მოცულობის ფართობზე ერთფენიანი, 1400 კვ.მ-ის მოცულობის ფართობზე კი ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება, ხოლო 100 კვ.მ-ზე ტროტუარი მოეწყობა.

გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ ახორციელებს, პროექტის ღირებულება დაახლოებით, 100 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები