გია ვოლსკი: კრიტიკა მოსალოდნელი იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსესუსი ვერ შედგა.

“კრიტიკა მოსალოდნელი იყო და ჩვენც არანაკლებ გულდაწყვეტილი ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ არ შედგა პოლიტიკური კონსენსუსი და უფრო მეტიც “ნაცმოძრაობის” და სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შემოსვლით საბოტაჟის მასშტაბი და ეფექტურობა ამაღლდა და დესტაბილიზაციას რეალური წინაპირობა შეიქმნა და ჩვენმა მხარდამჭერმა საზოგადოებამ ცუდად მიიღო რომ ამ პირობებში მივყვებით შეთანხმებას”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისათვის, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გუშინ გააკეთა. კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები