მთაწმინდაზე, ა. შანიძის N14-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

მთაწმინდაზე, ა. შანიძის ქ. N14-ში საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.
გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე პროექტით გათვალისწინებულია შენობის საძირკველის გამაგრება, ფანჯრებისა და კარის ღიობების ლითონის ელემენტებით მოჩარჩოება. ასევე, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ნაწილები აღდგება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის ფასადსაც. სახლის გამაგრების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.
შენობის გამაგრების სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
სამუშაოების განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 214 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები