დიდუბის რაიონის 4 მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციას ახორციელებს.
ამ ეტაპზე ლიფტების რეაბილიტაცია ოთხ ამხანაგობაში დასრულდა. წერეთლის გამზირის N76-სა და N113-ში, სამტრედიის ქუჩის N51-ში, ასევე, დიღმის მასივის მესამე კვარტლის მეოთხე კორპუსში, ლიფტების რეაბილიტაციის ფარგლებში, კაბინა და ამწე მექანიზმები დამონტაჟდა. ასევე, ელექტროსისტემა და ბაგირები შეიცვალა.
აღნიშნული სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
მიმდინარე წელს დიდუბის რაიონის გამგეობამ 13 დაზიანებული ლიფტი აღადგინა. სამუშაოებისთვის ჯამში 343 682 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები