მთაწმინდის რაიონში, კაკაბაძეების N11-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კაკაბაძეების ქ. N11-ში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე ათეული წელია, ინფრასტრუქტურა არ შეცვლილა.
სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 000 ლარია გამოყოფილი.