კელი დეგნანი: მოვუწოდებ ადამიანებს, გთხოვთ, აიცერით, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია
მოვუწოდებ ადამიანებს, გთხოვთ, აიცერით, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად ვაქცინაციის პროცესის გაცნობის შემდგომ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაცია საუკეთესო გზაა, დაიცვა საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები და ეკონომიკა პანდემიისგან.
„აშშ მოხარულია, რომ შეძლო საქართველოსთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზის საჩუქრად გადაცემა და მოხარულები ვართ, რომ ამდენი ქართველი რეგისტრირდება და იცრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც „დელტა“ ვარიანტი საქართველოშიც არის და დაინფიცირების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ვაქცინაცია საუკეთესო გზაა, დაიცვა საკუთარი თავი, საყვარელი ადამიანები და ეკონომიკა პანდემიისგან. მოვუწოდებ ადამიანებს, გთხოვთ, აიცერით, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანი, ვაქცინაცია, საზოგადოება