ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი დღეს სრულდება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დემსის ვიზიტი თბილისში დღეს სრულდება. საქართველოდან გამგზავრებამდე რიკ დემსი შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, ასევე პარლამენტში შეხვედრებს გეგმავს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გუშინ პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
მისი მთავარი გზავნილი პოლარიზაციის შემცირებაა. მან ასევე მოუწოდა დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმებას და დოკუმენტის პრაქტიკული განხორციელება დაიწყონ.