თბილისის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება გრძელდება
თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოში, შშმ პირთა წარმომადგენელი წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება გახანგრძლივდა.
მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების“ მოთხოვნების დაცვით, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს 20:00 საათამდე.
განაცხადების შედეგად, თბილისის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რვა წევრი შეირჩევა.