პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე კვლავ ვერ აირჩია

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ ასარჩევად წარმოდგენილ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს კიდევ ერთხელ, მესამედ უყარეს კენჭი, თუმცა, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, მათი არჩევა ვერც ამ შემთხვევაში მოხერხდა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, შვიდმა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა სამმა დეპუტატმა, რვა კი წინააღმდეგი იყო.

ცესკო-ს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დამტკიცებას ხმების 2/3-ით, ანუ სულ მცირე 100 ხმით მხარდაჭერა სჭირდებოდა. პარლამენტს უფლება აქვს, ოთხჯერ უყაროს კენჭი კანდიდატებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები