ბადრი ჯაფარიძე: გვსურდა, პროცესი ისე წარმართულიყო, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატი საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე შერჩეულიყო
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატი საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე უნდა შერჩეულიყო.
“ჩვენ გვსურდა პროცესი ისე წარმართულიყო, რომ თავმჯდომარის კანდიდატი შერჩეულიყო საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე, ასევე სამოქალაქო სექტორის ჩართულობისა და მათი მხარდაჭერის საფუძველზე და არა მხოლოდ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები. ეს არის პრობლემა, თორემ საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერი ბევრი თანამშრომელია, ჩვენ მათ უნდა გავუფრთხილდეთ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს კიდევ ერთხელ უყრის კენჭს.