გიორგი ვოლსკი: ვიხილეთ გავეშებული, გააფთრებული შეტევა საზოგადოებაზე, სახელისუფლო სტრუქტურებსა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რათა შექმნილიყო ილუზია, თითქოს, არჩევნები გაყალბდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნათლად გამოჩნდა, რომ გაყალბებული არა ცესკო-ს შედეგები, არამედ – ხმების პარალელური დათვლისა და კვლევების შედეგები იყო გაყალბებული.
„ჩვენ ვიხილეთ გავეშებული, გააფთრებული შეტევა საზოგადოებაზე, სახელისუფლო სტრუქტურებსა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე, რათა შექმნილიყო ილუზია, რომ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა. აღმოჩნდა, რომ, თურმე, სწორედ პარალელური დათვლებიაგაყალბებული და თან – მნიშვნელოვნად; აღმოჩნდა, რომ ჩატარებული კვლევებია გაყალბებული, თან – მნიშვნელოვნად და არასწორი ციფრებია გამოქვეყნებული. აღმოჩნდა ისიც, რომ ოპოზიციის 12 თუ 13 ათას წარმომადგენელს ხელი აქვს მოწერილი ოქმებზე და ამის გაყალბება შეუძლებელია“, – აღნიშნავს გიორგი ვოლსკი.
ორშაბათს, 26 ივლისს გაიმართება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას მოუწოდებს, კომისიის დასკვნის წარდგენასა და შემუშავებაში ჩაერთოს.