ნინო გიორგობიანი: ტვ პირველის ჟურნალისტები ღარიბაშვილის არასრულწლოვან შვილებს მისდევენ და კითხვებს უსვამენ (ვიდეო)

ტვ პირველის ჟურნალისტები ღარიბაშვილის არასრულწლოვან შვილებს მისდევენ და კითხვებს უსვამენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი წერს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.

მისი თქმით, ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება

“დღეს დილის 7 საათიდან კახეთში, პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებენ, იმყოფებოდა “ტვ პირველის” ჟურნალისტი.

კადრებში ნათლად ჩანს, როგორ მისდევს და კითხვებს უსვამს “ტვ პირველი” 16 წლის ნიკოლოზს და 11 წლის ანდრიას.

ასევე ჩანს, როგორ უღებს ფარულად კადრებს სახლის ეზოს. სახლში ამ დროს იმყოფებიან პრემიერ-მინისტრის შვილები- 6 წლის გაბრიელი და 5 წლის ნინო და პრემიერის არასრულწლოვანი დისშვილი. მეგობრებო, დამეთანხმებით, ეს არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში არ ჯდება!”, – წერს ნინო გიორგობიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები