კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 363, აჭარაში – 240, იმერეთში – 196
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 363, აჭარაში – 240, იმერეთში – 196, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 945 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 082 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.32 %.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 945 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 419 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 526 PCR ტესტით.
,,ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 460 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 398 081-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.32 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.38 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.03 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 082 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 370 565-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 656 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 363 შემთხვევა, აჭარა – 240, იმერეთი – 196, ქვემო ქართლი – 139, შიდა ქართლი – 118, გურია – 36, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 89, კახეთი – 181, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 834 საიდანაც 4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 711, აჭარაში – 374, იმერეთში – 593. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 934 პირი, მათ შორის, თბილისში – 450, აჭარაში – 61, იმერეთში -205. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 205 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 4, იმერეთში – 11. 1 487 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 831 – თბილისში, 464- აჭარაში.
15 567 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 50 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 40, ხოლო აჭარაში – 10. სულ 6 ოქტომბრიდან – 22 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 972 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 215 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5 432, პირი, აჭარაში – 2 355, იმერეთში – 1 564,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.