ჯუანშერ ბურჭულაძე: ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი თავდაცვის ძალებში უკვე დაწყებულია

“ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიან გეგმაშია გაწერილი”, – ამასთან დაკავშირებით საერთო საჯარისო ცენტრში დღეს თავდაცვის მინისტრმა 2020-2030 წლებში თავდაცვის ძალების სამოქმედო გეგმის წარდგენისას გაამახვილა ყურადღება.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესი თავდაცვის ძალებში უკვე დაწყებულია და ამის მაგალითი სამხედრო ქვედანაყოფების ნატო-ს სტანდარტის შაშხანებით აღჭურვაა.
მინისტრმა საზოგადოებას ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პროცესში დაგეგმილი პროექტებიც გააცნო „დელტას ბაზაზე ებრაულ კომპანიასთან ერთად დავიწყებთ აღნიშნული შაშხანების წარმოებას.
ასევე, უკვე მიმდინარეობს თანამედროვე ნატო-ს სტანდარტების ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნებით ჩვენი ჯარის აღჭურვის პროცესი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები