ჯუანშერ ბურჭულაძე: წელს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობით დამატებით ჯაველინების პარტიის შეძენა იგეგმება

ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვა. ამ მიზნით, მიმდინარე წელს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან თანამშრომლობით იგეგმება დამატებით ჯაველინების პარტიის შეძენა. ასევე, იგეგმება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შესყიდვების განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, შესაძლებლობების შერჩევის პროცესი შესაბამისი სპეციალისტების ჯგუფების ანალიზისა და კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც ეფექტიანი შეიარაღების სისტემების შესყიდვას უზრუნველყოფს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, არსებული საბჭოთა შეიარაღების სისტემების თანამედროვე შეიარაღების სისტემებით ჩანაცვლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები